მთავარი / ბლოგი / ბრიტანეთის ტურისტული ვიზა

ბრიტანეთის ტურისტული ვიზა

მარტი 20, 2026 ვიზა ექსპერტი

ბრიტანეთი (გაერთიანებული სამეფო) არ არის შენგენის ზონის წევრი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს იქ სამოგზაუროდ სპეციალური ვიზა სჭირდებათ. Standard Visitor Visa არის ყველაზე გავრცელებული კატეგორია, რომელიც აერთიანებს ტურისტულ, საქმიან და საოჯახო ვიზიტებს.

რისი უფლება გაქვთ ამ ვიზით?

Standard Visitor Visa ჩვეულებრივ გაიცემა 6 თვის ვადით (მრავალჯერადი შესვლით) და გაძლევთ უფლებას:

  • იმოგზაუროთ ტურისტული მიზნით;

  • მოინახულოთ მეგობრები და ოჯახის წევრები;

  • დაესწროთ საქმიან შეხვედრებს ან კონფერენციებს;

  • გაიაროთ მოკლევადიანი სასწავლო კურსი (30 დღემდე).

ძირითადი მოთხოვნები აპლიკანტისთვის

ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახური (UKVI) გადაწყვეტილებას იღებს სამი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით:

  1. დაბრუნების სურვილი: უნდა დაამტკიცოთ, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ ნამდვილად აპირებთ საქართველოში დაბრუნებას (სამსახური, ოჯახი, უძრავი ქონება).

  2. ფინანსური მდგრადობა: გაქვთ საკმარისი თანხა მგზავრობის, ცხოვრებისა და პირადი ხარჯებისთვის ისე, რომ არ დაგჭირდეთ სახელმწიფო დახმარება.

  3. გულწრფელობა: თქვენი მოგზაურობის მიზანი უნდა იყოს რეალური და დასაბუთებული.

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი

ყველა დოკუმენტი, რომელიც არ არის ინგლისურ ენაზე, უნდა იყოს თარგმნილი.

  • საზღვარგარეთის პასპორტი: მოქმედი მინიმუმ მოგზაურობის დასრულებამდე.

  • ფინანსური საბუთები: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი (სადაც ჩანს ხელფასის ან სხვა შემოსავლის ჩარიცხვები).

  • ცნობა სამსახურიდან: პოზიციის, ხელფასისა და სტაჟის მითითებით.

  • მოგზაურობის გეგმა: სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის მოწვევა.

მნიშვნელოვანია: ბრიტანეთის საკონსულო გირჩევთ, არ შეიძინოთ ავიაბილეთები ვიზის მიღებამდე. საკმარისია მხოლოდ ჯავშანი.

პროცედურა: როგორ მივიღოთ ვიზა?

  1. ონლაინ განაცხადი: ბრიტანეთის ვიზის შევსება ონლაინ

  2. მოსაკრებლის გადახდა: სავიზო მოსაკრებელის გადახდა  (6 თვიანი ვიზა დაახლოებით 115-120 ფუნტი ღირს).

  3. ვიზიტი TLScontact-ში: თბილისში მდებარე სავიზო ცენტრში თითის ანაბეჭდების ჩასაბარებლად და ფოტოს გადასაღებად.

 

გაეცანით ინფორმაციას : რა განსხვავებაა ირლანდიის, ინგლისისა და ბრიტანეთის ვიზას შორის