ხშირად დასმული კითხვები
პასუხები ვიზებთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე
ზოგადი კითხვები
განხილვის ვადა დამოკიდებულია ქვეყანასა და ვიზის ტიპზე. სტანდარტულად 5–15 სამუშაო დღე სჭირდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული განხილვა დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ.
ზოგიერთ ქვეყანას აქვს დაჩქარებული ვიზის პროცედურა, რომელიც ჩვეულებრივზე სწრაფად განიხილება. ასეთ შემთხვევაში ძირითადად დამატებითი საკონსულო ან მომსახურების საფასური არის საჭირო.
ვიზის მიღების შანსი დამოკიდებულია სწორად შევსებულ განაცხადზე და სრულყოფილ დოკუმენტებზე. მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მოგზაურობის მიზანი და დაბრუნების გარანტიები.
ჩვენი რეკომენდაციაა — მინიმუმ 2-3 თვით ადრე დაგეგმილ მგზავრობამდე. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. აშშ, ავსტრალია) რიგები საკმაოდ დიდია, ამიტომ ადრეული დაწყება გარანტიაა იმისა, რომ ბილეთების ყიდვისას ვიზა უკვე ხელში გექნებათ
რა თქმა უნდა. სტატისტიკურად, უარების დიდი ნაწილი მოდის ტექნიკურ შეცდომებზე, არასწორად არჩეულ ვიზის კატეგორიაზე ან არასრულყოფილ სამოტივაციო წერილზე. ჩვენ ვიცით “უხილავი” დეტალები, რასაც კონსულები აქცევენ ყურადღებას, რაც თქვენს განაცხადს გაცილებით სოლიდურს და დამაჯერებელს ხდის.
პროცესი და ვადები
ვიზის შესავსებად საჭიროა: მოქმედი პასპორტი, შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ფოტოსურათი, სამედიცინო დაზღვევა, სასტუმროს დაჯავშნის დადასტურება და ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი ბანკიდან).
ზოგი ქვეყნის შემთხვევაში აუცილებელია საელჩოში ან სავიზო ცენტრში პირადად მისვლა ბიომეტრიული მონაცემების (თითის ანაბეჭდის) ჩასაბარებლად. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ვიზის მიღება შესაძლებელია სრულად ონლაინ ან საზღვარზე.
დიახ, ჩვენი სერვისების 90% ხელმისაწვდომია დისტანციურად. თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ საბუთების სკანირებული ვერსიები ელ-ფოსტით ან მესენჯერით, ჩვენ კი შევავსებთ აპლიკაციას, დავჯავშნით ვიზიტს და მოგაწვდით გამზადებულ დოკუმენტებს. ოფისში მოსვლა საჭიროა მხოლოდ სურვილის შემთხვევაში
გარანტია და უარი
ნებისმიერი კომპანია, რომელიც 100%-იან გარანტიას გპირდებათ, არაკეთილსინდისიერად იქცევა. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს შესაბამისი ქვეყნის კონსული.
მონაცემთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ სავიზო აპლიკაციის შესავსებად და ოფიციალურ პორტალებზე ასატვირთად. ჩვენ ვიცავთ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
გადახდა და ღირებულება
ვიზის საფასური განსხვავდება ქვეყნისა და კატეგორიის მიხედვით.
უმეტეს შემთხვევაში. სააპლიკაციო გადასახადი არ ბრუნდება უარის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან ის განხილვის მომსახურებისთვის არის გათვალისწინებული.
ვიზის მოთხოვნა