ვიეტნამის ვიზა

მომსახურებაღირებულება
საკონსულო მოსაკრებელი25 USD
VizaExpert-ის საკომისიო100 ლარი
განხილვის ვადა5-9 დღე

ვიეტნამის ვიზა წარმოადგენს ვიეტნამის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ სამოგზაურო დოკუმენტს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვიეტნამის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის ნებართვას აძლევს. ვიზის ტიპი განისაზღვრება ვიზიტის მიზნის მიხედვით — იქნება ეს ტურისტული, საქმიანი, სასწავლო თუ სამუშაო მოგზაურობა.

📌  საქართველოს მოქალაქეებს ვიეტნამში შესვლისთვის ვიზა აუცილებლად ესაჭიროებათ. ვიზის გარეშე ვიეტნამის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლებელია, მიუხედავად ვიზიტის მიზნისა და ხანგრძლივობისა. ყველაზე მოხერხებული და პოპულარული ვარიანტია ელექტრონული ვიზა (e-Visa).

ვიეტნამის საიმიგრაციო დეპარტამენტი ვიზებს კლასიფიცირებს ასოთი კოდების მიხედვით — მაგალითად, DL ნიშნავს ტურისტულ ვიზას, DN — ბიზნეს ვიზას, LD — სამუშაო ვიზას. ეს კოდები ოფიციალურ დოკუმენტებსა და ვიზის სტიკერებზეც ფიგურირებს, ამიტომ სასარგებლოა მათი ცოდნა.

ვიეტნამის ვიზის ტიპები

ვიეტნამის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს ვიზის რამდენიმე ძირითადი კატეგორია. თითოეული ტიპი განკუთვნილია ვიზიტის კონკრეტული მიზნისთვის და განსხვავდება ვალიდურობითა და პირობებით.

ვიეტნამის ტურისტული ვიზა (DL)

ვალიდურობა: 30-90 დღემდე , ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლით და მიზნობრიობით : ტურიზმი, დასვენება, მეგობრების/ნათესავების მონახულება , რომლის ღირებულება შეადგენს – $25 – $50

ვიეტნამის ბიზნეს ვიზა (DN1/DN2)

ვალიდურობა: 1-12 თვემდე, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლით და მიზნობრიობა: საქმიანი შეხვედრები, კონტრაქტები, სემინარები , რომლის ღირებულება შეადგენს – $50 – $135

ვიეტნამი სამუშაო ვიზა (LD)

ვალიდურობა: 12-24 თვემდე, საჭიროა სამუშაო ნებართვა და მიზნობრიობა: დასაქმება, პროფესიული საქმიანობა, რომლის ღრებულება ინდივიდუალურია

ვიეტნამის სტუდენტური ვიზა (DH)

ვალიდურობა: 12 თვემდე, რომლის გაგრძელება შესაძლებელია და უზრუვნელყოფს მიზნობრიობით: უნივერსიტეტში სწავლა, კურსები. მისი ღეირებულება შეადგენს :  $35 – $145

ვიეტნამის საინვესტიციო ვიზა (DT1-DT4)

ვალიდურობა: 1-5 წელი , რომელიც დამოკიდებულია კაპიტალის ოდენობის მიხედვით და საჭიროა ინვესტირება ვიეტნამურ კომპანიებში. ღირებულება კი-ინდივიდუალურია

ვიეტნამის 5-წლიანი ვიზა

ვიზის ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს, რომელიც უზურველყოფილია მრავალჯერადი შესვლით 180 დღემდე ყოფნის უფლებით და მისი ღირებულება  ინდივიდუალური

⚠️ მნიშვნელოვანი: ტურისტული ვიზა არ გაძლევთ ვიეტნამში მუშაობის ან ბიზნესის წარმოების უფლებას. თუ ამ წესს დაარღვევთ, შესაძლებელია ადმინისტრაციული სანქციები და შესვლაზე აკრძალვა.

ვიეტნამის ელექტრონული ვიზა (e-Visa)

ელექტრონული ვიზა (e-Visa) არის ვიეტნამის საიმიგრაციო დეპარტამენტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაცემული ვიზის ტიპი. ეს არის ყველაზე პოპულარული და მოხერხებული მეთოდი ვიეტნამში შესასვლელად — მთლიანი პროცესი ონლაინ მიმდინარეობს და საელჩოში ვიზიტი საჭირო არ არის.

ელექტრონული ვიზის პარამეტრები:

პარამეტრიდეტალები
ვალიდურობამაქსიმუმ 90 დღე
შესვლის ტიპიერთჯერადი ან მრავალჯერადი
მიზნობრიობატურიზმი, ბიზნესი, ოჯახის მონახულება
დამუშავების ვადა3-5 სამუშაო დღე (სტანდარტული)
საფასური (ერთჯერადი)$25 აშშ დოლარი
საფასური (მრავალჯერადი)$50 აშშ დოლარი
შესვლის პუნქტები83+ (13 აეროპორტი, 16 სახმელეთო, 13 საზღვაო)
გაგრძელებაარ ექვემდებარება — საჭიროა ხელახალი მიმართვა
 რატომ e-Visa? ელექტრონული ვიზა აღარ საჭიროებს დამტკიცების წერილს, სპონსორობას ან ხანგრძლივ საელჩოს პროცედურებს. განაცხადი მთლიანად ონლაინ ივსება, რის შემდეგაც ვიზა PDF ფორმატში მოდის ელექტრონულ ფოსტაზე.

ვიეტნამის ვიზა საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეებს ვიეტნამში შესვლისთვის სავალდებულოდ ესაჭიროებათ ვიზა — მიუხედავად ვიზიტის მიზნისა ან ხანგრძლივობისა. საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ელექტრონული ვიზის (e-Visa) მიღება შეუძლიათ.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საქართველოს პასპორტი მოქმედი მინიმუმ 6 თვის ვადით ჩასვლის თარიღიდან
  • პასპორტში მინიმუმ 2 ცარიელი გვერდი ვიზის ბეჭდისა და სტამპისთვის
  • ციფრული ფოტოსურათი (4×6 სმ, თეთრი ფონი, მქრქალი საფარი)
  • პასპორტის ინფორმაციული გვერდის სკანი

ვიეტნამის ვიზის მიღების მეთოდები საქართველოდან:

მეთოდიაღწერარეკომენდაცია
ელექტრონული ვიზა (e-Visa)ონლაინ განაცხადირეკომენდირებული
ვიზა ჩასვლისას (VOA)წინასწარი დამტკიცების წერილით გადაუდებელი შემთხვევები
საელჩოს ვიზა ანკარა  ან თელ-ავივი გრძელვადიანი ვიზებისთვის

ვიეტნამის ვიზის დოკუმენტაცია

ელექტრონული ვიზისთვის (e-Visa) სავალდებულო დოკუმენტები:

  • მოქმედი პასპორტი — ვადა მინიმუმ 6 თვე ჩასვლის თარიღიდან, მინიმუმ 2 ცარიელი გვერდით
  • პასპორტის სკანირებული ასლი — ინფორმაციული გვერდის მკაფიო, ფერადი სკანი
  • ციფრული ფოტოსურათი — 4×6 სმ, თეთრი ფონი, პირდაპირი მზერა, სათვალის გარეშე, მქრქალი საფარი, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული
  • ავიაბილეთის ჯავშანი — ორმხრივი ან გამგზავრების ბილეთის დამადასტურებელი
  • სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი — განთავსების ადგილი ვიეტნამში

ბიზნეს ვიზისთვის დამატებით საჭიროა:

  • მოწვევის წერილი — ვიეტნამში რეგისტრირებული კომპანიისგან
  • სპონსორის წერილი — ვიეტნამური საწარმოს დაგარანტირება
  • ფინანსური დოკუმენტები — ბანკის ამონაწერი ბოლო 6 თვის, ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი

სამუშაო ვიზისთვის დამატებით საჭიროა:

  • სამუშაო ნებართვა — ან სამუშაო ნებართვის გათავისუფლების დამადასტურებელი
  • შრომითი ხელშეკრულება — ვიეტნამურ დამსაქმებელთან
  • პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი — მინიმუმ 3 წლის სტაჟი

ვიეტნამის ვიზის შევსების პროცესი

ვიეტნამის ელექტრონული ვიზის განაცხადის შევსება სიზუსტეს მოითხოვს. აპლიკაციაში ერთი შეცდომაც კი — სახელში ბეჭდური შეცდომა ან არასწორი პასპორტის ნომერი — შეიძლება გახდეს ვიზის უარყოფის ან ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მიზეზი.

  1. დოკუმენტაციის მომზადება: მოამზადეთ პასპორტის დასკანირებული ვერსია, ფოტოსურათი, ავიაბილეთის და სასტუმროს ჯავშნის ინფორმაცია. დარწმუნდით, რომ ფოტო აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
  2. სავიზო აპლიკაციის ფორმის შევსება: საჭიროა უზუსტესი პირადი მონაცემები, პასპორტის ინფორმაცია, მოგზაურობის თარიღები, შესვლის პუნქტი და ვიზიტის მიზანი. ყველა ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს პასპორტს.
  3. დოკუმენტაციის ატვირთვა: იტვირთება პასპორტის დასკანერებული ვერსია და ციფრული ფოტოსურათი ონლაინ სისტემაში.
  4. სავიზო მოსაკრებლის გადახდა: საჭიროა გადახდა სამთავრობო მოსაკრებელის ელექტრონული გადახდის სისტემით. საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.
  5. მოლოდინი და ვიზის მიღება: 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ ელექტრონულ ვიზას PDF ფორმატში.
  6. ვიეტნამში ჩასვლა: ჩასვლისას წარუდგინეთ ამობეჭდილი e-Visa და მოქმედი პასპორტი საიმიგრაციო ოფიცერს.
⚠️ ყურადღება: ამობეჭდილ ვიზაში მითითებული ყველა მონაცემი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს პასპორტის ინფორმაციას. მცირე შეუსაბამობაც კი (მაგ., სახელის ტრანსლიტერაციაში განსხვავება) შეიძლება ქვეყანაში შესვლის უარყოფის მიზეზი გახდეს.
💡 გახსოვდეთ: სამთავრობო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას — მიუხედავად იმისა, ვიზაზე უარს გეტყვიან თუ თავად გადაიფიქრებთ მოგზაურობას. ვიზა ჩასვლისას (VOA) საფასური მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით იხდება (აშშ დოლარი ან ვიეტნამური დონგი).

ჩვენი მომსახურება — რას გთავაზობთ?

ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს ვიეტნამის ვიზის სრულ მომსახურებას — საბუთების მომზადებიდან განაცხადის წარდგენამდე. ჩვენ არ ვცემთ ვიზას — ვეხმარებით მის სწორად და დროულად შევსებაში.

📋 აპლიკაციის შევსება – სავიზო განაცხადის ფორმის პროფესიონალური შევსება ყველა ტიპის ვიზისთვის
📑 დოკუმენტაციის ჩამონათვალი – პერსონალიზებული საბუთების სია თქვენი ვიზიტის მიზნის მიხედვით
🔍 დოკუმენტების შემოწმება – მოწოდებული საბუთების დეტალური გადახედვა შეცდომების გამოსარიცხად
📸 ფოტოს ადაპტაცია – ვიზის ფოტოსურათის რედაქტირება ვიეტნამის მოთხოვნების შესაბამისად
📱 სატელეფონო კონსულტაცია – პროფესიონალური კონსულტაცია ტელეფონით ან ონლაინ ჩათით
🔐 მონაცემთა დაცვა – თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი
🏛  სასაზღვრო რჩევები – სასაზღვრო კონტროლის წესების გადამოწმება და რეკომენდაციები
⏱  დაჩქარებული სერვისი – გადაუდებელი შემთხვევისთვის პრიორიტეტული დამუშავება

ვიეტნამში შესვლის პუნქტები ელექტრონული ვიზით

ელექტრონული ვიზით ვიეტნამში შესვლა შესაძლებელია 83-ზე მეტი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, მათ შორის 13 საერთაშორისო აეროპორტი, 16 სახმელეთო სასაზღვრო პუნქტი და 13 საზღვაო ნავსადგური.

ძირითადი საერთაშორისო აეროპორტები:

აეროპორტიქალაქიკოდი
ნოი ბაიჰანოიHAN
ტან სონ ნჰატიჰო ჩი მინიSGN
და ნანგიდა ნანგიDAD
კამ რანჰინჰა ტრანგიCXR
ფუ კუოკიკუნძული ფუ კუოკიPQC
კატ ბიჰაი ფონგიHPH
კან თოკან თოVCA
📍 ფუ კუოკის კუნძულის გამონაკლისი: თუ პირდაპირ სხვა ქვეყნიდან ჩადიხართ ფუ კუოკის კუნძულზე, იქ 30 დღემდე ყოფნა ვიზის გარეშე შეგიძლიათ — იმ პირობით, რომ ფუ კუოკიდან სხვა ქვეყანაში (და არა ვიეტნამის ტერიტორიაზე) გაემგზავრებით.

მნიშვნელოვანი რჩევები ვიეტნამში მოგზაურობისთვის

ვიზის შევსებამდე:

  • განაცხადი შეიტანეთ მინიმუმ 10-15 დღით ადრე გამგზავრებამდე — სეზონურ პერიოდებში დამუშავება შეიძლება დაგვიანდეს
  • ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული, სათვალის და ქუდის გარეშე
  • განაცხადში მიუთითეთ ზუსტი შესვლის პუნქტი — ვიზა მოქმედებს მხოლოდ მითითებულ პუნქტში

ვიეტნამში ყოფნისას:

  • ყოველთვის თან იქონიეთ პასპორტის ორიგინალი და ვიზის ამონაბეჭდი
  • არ გადააცილოთ ვიზის მოქმედების ვადას — ჯარიმა განისაზღვრება ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით და შეიძლება შესვლის აკრძალვაც მოჰყვეს
  • ვიეტნამში შესვლა და გასვლა ერთი და იმავე პასპორტით უნდა მოხდეს
  • ტურისტული ვიზით მუშაობა ან ბიზნესის წარმოება აკრძალულია

ვალუტის შესახებ:

  • ვიეტნამის ვალუტაა ვიეტნამური დონგი (VND)
  • აეროპორტის სავიზო სტამპის საფასურისთვის ნაღდი USD ან VND უნდა გქონდეთ — საკრედიტო ბარათი არ მიიღება
  • ონლაინ e-Visa საფასურის გადახდა ვიეტნამურ დონგში ხდება ავტომატური კონვერტაციით

ვიზის მოთხოვნა