ექსპერტის კონსულტაცია

სავიზო პროცესი ხშირად რთულ ბიუროკრატიასთან, ბუნდოვან კითხვარებთან და მოულოდნელ უარებთან ასოცირდება. VizaExpert-ის გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ საბედისწერო შეცდომები და მაქსიმალურად გაზარდოთ ვიზის მიღების შანსები.

ჩვენი ექსპერტის კონსულტაცია არ არის მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება — ეს არის ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება თქვენი კონკრეტული ქეისისთვის.

რატომ გჭირდებათ ექსპერტის დახმარება?

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღებს უარს ვიზაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არასწორად შეავსეს აპლიკაცია ან ვერ წარადგინეს დამარწმუნებელი დოკუმენტაცია. ჩვენი კონსულტაცია დაგაზღვევთ შემდეგი რისკებისგან:

  • ტექნიკური შეცდომები: არასწორი თარიღები, სახელის ტრანსლიტერაციის ხარვეზები ან შეუსაბამო კატეგორიის შერჩევა.

  • სუსტი ფინანსური დასაბუთება: ჩვენ გასწავლით, როგორ წარმოაჩინოთ თქვენი შემოსავლები საელჩოს მოთხოვნების შესაბამისად.

  • გასაუბრების შიში: ამერიკის ვიზის, ბრიტანეთის ვიზისა , პოლონეთის ვიზებისა თუ ავსტრალიის ვიზების შემთხვევაში, გასაუბრება გადამწყვეტია. ჩვენ მოგამზადებთ რეალური კითხვებისთვის.

  • წინა უარის ანალიზი: თუ უკვე გაქვთ უარი, ჩვენი ექსპერტი დაგეხმარებათ მიზეზების გარკვევაში და ხელახალი განაცხადის გამოსწორებაში.

რას მოიცავს საკონსულტაციო მომსახურება?

ჩვენი სერვისი სრულად არის მორგებული თქვენს საჭიროებებზე:

1. ქეისის ინდივიდუალური ანალიზი

ჩვენი ექსპერტი დეტალურად შეისწავლის თქვენს მოგზაურობის ისტორიას, ფინანსურ მდგომარეობასა და ოჯახურ კავშირებს, რათა შეაფასოს ვიზის მიღების რეალური შანსები.

2. დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია

ჩვენ გეტყვით ზუსტად რომელი საბუთებია საჭირო თქვენი მიზნისთვის და როგორ უნდა იყოს ისინი გაფორმებული (თარგმანი, აპოსტილი, დამოწმება).

3. სავიზო ანკეტის მომზადება

რთული და მრავალგვერდიანი აპლიკაციების (DS-160, ImmiAccount , ekonsulat და ა.შ.) შევსება ჩვენი ექსპერტების მიერ, რაც გამორიცხავს უზუსტობებს.

4. გასაუბრების სიმულაცია

ჩვენ ვატარებთ სავარჯიშო ინტერვიუებს, სადაც გასწავლით, როგორ გასცეთ პასუხი კრიტიკულ კითხვებს თავდაჯერებულად და სიმართლის დაცვით.

როგორ მივიღოთ კონსულტაცია?

პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია:

  1. დაგვიკავშირდით: შეავსეთ ფორმა საიტზე ან დაგვირეკეთ.

  2. დაჯავშნეთ დრო: აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი საათი ფიზიკური ან ონლაინ ვიზიტისთვის.

  3. მიიღეთ სტრატეგია: შეხვედრისას ჩვენი ექსპერტი მოგცემთ სრულ “საგზაო რუკას” ვიზის მისაღებად.

 

შეიძლება დაგაინტერესოს :

ავიაბილეთები | ვიზის გასაჩივრება | შეხვედრის ჩანიშვნა | აპლიკაციის შევსება | სავიზო დაზღვევა

ვიზის მოთხოვნა