მთავარი / ბლოგი / როგორ მოვხვდეთ მექსიკაში

როგორ მოვხვდეთ მექსიკაში

მარტი 15, 2026 ვიზა ექსპერტი

მექსიკა ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შორეული, თუმცა სასურველი მიმართულებაა. რადგან თბილისიდან პირდაპირი რეისები არ არსებობს, მგზავრობის დაგეგმვა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა რეალურ გზას, თუ როგორ ჩავიდეთ მექსიკაში მაქსიმალური კომფორტით.

სად ვეძებოთ ავიაბილეთები ?

საუკეთესო ფასის მოსაძიებლად დაგეხმარებათ ტურისტული კომაპნია matare.ge.

რჩევა: ბილეთები შეიძინეთ მინიმუმ 2-3 თვით ადრე. ფასები მექსიკის მიმართულებით მკვეთრად იზრდება სეზონზე (ნოემბერი-აპრილი).

ტრანზიტის წესები და გაფრთხილება

მექსიკაში გამგზავრებისას ტრანზიტულ ქვეყნებს აქვთ თავისი მოთხოვნები:

  • ევროპაში ტრანზიტი: თუ ორი გადაჯდომა გაქვთ შენგენის ზონაში (მაგ: თბილისი-მიუნხენი-პარიზი-მეხიკო), შენგენის ვიზა არ დაგჭირდებათ, რადგან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპის ქვეყნებთან თუმცა მექსიკის საზღვარზე აუცილებლად მოგთხოვენ მექსიკის ვიზას .

  • აშშ-ს გავლით: აშშ-ს გავლით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გაქვთ აშშ-ს მოქმედი ვიზა.

რა უნდა გქონდეთ თან აეროპორტში?

მხოლოდ ვიზა და ბილეთი არ კმარა. მექსიკის საზღვარზე ხშირად მოწმდება:

დასაბრუნებელი ავიაბილეთი (აუცილებელი მოთხოვნაა) , სასტუმროს ჯავშანი (დადასტურებული) , საკმარისი ფინანსები (ნაღდი ფული ან საბანკო ამონაწერი) და სამოგზაურო დაზღვევა.

სასარგებლო რჩევები მგზავრობისთვის
  • მგზავრობის დრო: ჯამში თბილისიდან მექსიკამდე მგზავრობას 18-დან 24 საათამდე სჭირდება. მოემზადეთ ხანგრძლივი ფრენისთვის.

  • დროის სარტყელი: მექსიკასა და საქართველოს შორის სხვაობა საშუალოდ 9-10 საათია. მოემზადეთ ამ დისკომფორტისთვის , რომელიც ძირითადად  პირველი ორი დღის განმავლობაში აქტიური არის ხოლმე

 

შეიძლება დაგაინტერესოს : როგორ ავიღოთ მექსიკის ვიზა