ბრიტანეთის ვიზაზე უარის თქმის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ბუნდოვანი ფინანსური დოკუმენტაციაა. ქვემოთ მოცემულია წესები, რომლებიც დაგეხმარებათ დაამტკიცოთ, რომ გაქვთ მგზავრობის სახსრები და არ აპირებთ ინგლისში არალეგალურად მუშაობას.
საბანკო ამონაწერი (ბოლო 6 თვე)
ეს არის მთავარი დოკუმენტი. ამონაწერში უნდა ჩანდეს:
ხელფასის ჩარიცხვა: იდეალურია, თუ ბანკში ჩარიცხული თანხა ემთხვევა თქვენს ცნობაში მითითებულ ხელფასს.
ბრუნვა: საკონსულო აკვირდება, როგორ ხარჯავთ და იღებთ თანხას.
ნაშთი: თანხა, რომელიც ანგარიშზე გაქვთ, უნდა ფარავდეს მგზავრობის ხარჯებს (ავიაბილეთები, სასტუმრო, კვება, გართობა) და გრჩებოდეთ “უსაფრთხოების ბალიში” საქართველოში დასაბრუნებლად.
“საეჭვო” ჩარიცხვები (Sudden Large Deposits)
ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. თუ საბუთების ჩაბარებამდე 2 დღით ადრე ანგარიშზე შეიტანთ დიდ თანხას (რომელიც არ შეესაბამება თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს), საკონსულო ამას “Parking of funds”-ად მიიჩნევს და ბრიტანეთის ვიზაზე უარს გეტყვით.
წესი: ნებისმიერი დიდი ჩარიცხვა უნდა იყოს დასაბუთებული (მაგალითად: მანქანის გაყიდვა, ბინის გაქირავება, დანაზოგის სხვა ანგარიშიდან გადმოტანა).
ცნობა სამსახურიდან და ხელფასი ბრიტანეთს ვიზისთვის
მხოლოდ ბანკის ნაშთი არ კმარა. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ გაქვთ სტაბილური შემოსავალი:
ცნობაში მიუთითეთ დაკავებული პოზიცია, სტაჟი და ხელფასის ოდენობა (Net/Gross).
თუ ფრილანსერი ხართ, დაგჭირდებათ ხელშეკრულებები დამკვეთებთან ან ინვოისები.
დამატებითი შემოსავლები
თუ ფლობთ აქტივებს, რომლებიც დამატებით შემოსავალს გიგენერირებთ, აუცილებლად წარადგინეთ:
იჯარის ხელშეკრულება (თუ ბინას აქირავებთ).
ამონაწერი დივიდენდების შესახებ (თუ წილს ფლობთ ბიზნესში).
მეუღლის ან სპონსორის საბუთები (თუ ის გიფინანსებთ მგზავრობას).
ხარჯების გათვლა ანკეტაში
ანკეტის შევსებისას უნდა იყოთ რეალისტები:
Cost of your visit: მიუთითეთ რეალური ფასი. თუ წერთ, რომ მგზავრობა 2000 ფუნტი ჯდება, თქვენი ნაშთი ამაზე გაცილებით მეტი უნდა იყოს.
Monthly spending: მიუთითეთ, რამდენს ხარჯავთ ყოველთვიურად საქართველოში ცხოვრებისთვის.
საინტერესო ინფორმაცი : ირლანდიის, ინგლისის თუ ბრიტანეთის ვიზა



