მთავარი / ბლოგი / როგორ შევავსოთ სავიზო განაცხადი (Ankieta) სწორად?

როგორ შევავსოთ სავიზო განაცხადი (Ankieta) სწორად?

August 5, 2026 ვიზა ექსპერტი

პოლონეთის სავიზო განაცხადი, იგივე Ankieta, არის მთავარი დოკუმენტი, რომელსაც საკონსულო განიხილავს. მისი შევსება ხდება ელექტრონულად პორტალზე. არასწორად შევსებული ფორმა შეიძლება გახდეს საბუთების მიღებაზე უარის თქმის ან ვიზის დახარვეზების მიზეზი.

გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ შეავსოთ ანკეტის ძირითადი გრაფები:

 პერსონალური მონაცემები (1-10 გრაფები)

  • Surname (გვარი) და First name (სახელი): ჩაწერეთ ზუსტად ისე, როგორც საზღვარგარეთის პასპორტშია მითითებული.

  • Date of birth: გამოიყენეთ ფორმატი წელი-თვე-რიცხვი (მაგ: 1990-05-15).

  • Place and Country of birth: მიუთითეთ თქვენი დაბადების ადგილი პასპორტის მიხედვით.

სამგზავრო დოკუმენტი (12-16 გრაფები)

აქ მიეთითება საგარეო პასპორტის მონაცემები:

  • Number of travel document: პასპორტის ნომერი (მაგ: 11AB12345).

  • Valid until: პასპორტის მოქმედების ვადა. დარწმუნდით, რომ ის მინიმუმ 3 თვით აღემატება თქვენი ვიზის დასრულების თარიღს.

საკონტაქტო ინფორმაცია (17-18 გრაფები)

მიუთითეთ თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი საქართველოში და მოქმედი ტელეფონის ნომერი. საკონსულო შეიძლება დაგიკავშირდეთ დამატებითი კითხვებისთვის.

მოგზაურობის მიზანი (21-23 გრაფები)

  • Main purpose: თუ სამუშაოდ მიდიხართ, აირჩიეთ Work. თუ ტურისტულად — Tourism.

  • Member State of first entry: მიუთითეთ ქვეყანა, სადაც პირველად გადაკვეთთ შენგენის საზღვარს (ჩვეულებრივ, პოლონეთი).

მოწვევის და მასპინძლის მონაცემები (31-32 გრაფები)

ეს არის ანკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი:

  • Inviting person / Company: აქ უნდა ჩაწეროთ იმ კომპანიის დასახელება და მისამართი, რომელმაც გამოგიგზავნათ სამუშაო მოწვევა.

  • თუ ტურისტი ხართ — სასტუმროს დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

ხარჯების დაფარვა (33-ე გრაფა)

უნდა მიუთითოთ, ვინ ფარავს თქვენს ხარჯებს მოგზაურობისას:

  • By the applicant himself: თუ თქვენი სახსრებით მიდიხართ (დაგჭირდებათ საბანკო ამონაწერი).

  • By a sponsor: თუ დამსაქმებელი ან სხვა პირი გიფინანსებთ ხარჯებს.

ოქროს წესები პოლონეთის აპლიკაციის შევსებისას:

  1. ენა: ფორმა ივსება ლათინური ასოებით.

  2. დრო: ფორმის შევსებისას გაქვთ შეზღუდული დრო. თუ დიდხანს დაყოვნდებით ერთ გვერდზე, სესია გაწყდება და მოგიწევთ თავიდან დაწყება.

  3. შენახვა: სანამ საბოლოო ღილაკს დააჭერთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველა ციფრი და ასო.