ბევრს ჰგონია, რომ პოლონეთში ყოფნისას უბრალოდ „ვიზის გაგრძელება“ პასპორტში ჩაკვრით არის შესაძლებელი. სინამდვილეში, პროცესი გულისხმობს დროებითი ბინადრობის ნებართვის — Karta Pobytu-ს მიღებას.
როდის უნდა მიმართოთ გაგრძელებაზე?
კანონმდებლობის მიხედვით, განაცხადი ბინადრობის ნებართვაზე უნდა შეიტანოთ თქვენი მოქმედი პოლონეთს ვიზის დასრულებამდე მინიმუმ 1 დღით ადრე.
რჩევა: ნუ დაელოდებით ბოლო დღეს. უმჯობესია პროცესი დაიწყოთ ვიზის გასვლამდე 1-2 თვით ადრე, რათა თავიდან აიცილოთ რიგები და ტექნიკური შეფერხებები.
რა არის Karta Pobytu ?
ეს არის დოკუმენტი, რომელიც ანაცვლებს ვიზას და გაძლევთ უფლებას:
ლეგალურად იმყოფებოდეთ და იმუშაოთ პოლონეთში.
იმოგზაუროთ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში (90 დღე ყოველ 180 დღეში).
მრავალჯერადად გადაკვეთოთ პოლონეთის საზღვარი ვიზის გარეშე.
სად ხდება საბუთების ჩაბარება?
საბუთები ბარდება ადგილობრივ საიმიგრაციო სამსახურში — Urząd Wojewódzki (ვოევოდობის სამმართველო), იმ ქალაქის მიხედვით, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ.
საჭირო დოკუმენტების საბაზისო სია:
იმის მიხედვით, თუ რა საფუძვლით რჩებით (მუშაობა, სწავლა, ოჯახის გაერთიანება), სია იცვლება, თუმცა ძირითადი დოკუმენტებია:
შევსებული ანკეტა (Wniosek o udzielenie zezwolenia na pobyt czasowy).
4 ფოტო (სპეციალური პარამეტრებით).
პასპორტის ასლები (ყველა გვერდის, სადაც რაიმე ნიშანია).
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ჩვეულებრივ 440 PLN).
საფუძველი: სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na pracę) ან სასწავლო ცნობა.
რა ხდება ვიზის ვადის გასვლის შემდეგ?
თუ თქვენ საბუთები შეიტანეთ ვიზის დასრულებამდე, თქვენს პასპორტში ჩაირტყმება სპეციალური ბეჭედი (Stempel). ეს ბეჭედი გაძლევთ უფლებას, ლეგალურად დარჩეთ პოლონეთში მანამ, სანამ საიმიგრაციო სამსახური საბოლოო გადაწყვეტილებას (Decyzja) არ მიიღებს, მაშინაც კი, თუ ვიზა უკვე დასრულდა.



