ირლანდიის რესპუბლიკა არ შედის შენგენის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მას საკუთარი, განსაკუთრებით მკაცრი სავიზო პოლიტიკა აქვს. ხშირად, აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ მოგზაურობის კარგი ისტორია, მაინც იღებენ უარს ირლანდიის საელჩოსგან.
რა ხდება უარის მიზეზი და როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსური თუ დროითი დანაკარგი? VizaExpert-ის გუნდი გიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას.
1. დაუსაბუთებელი ფინანსური რესურსი
ეს არის უარის ნომერ პირველი მიზეზი. ირლანდიის საკონსულო არ კმაყოფილდება მხოლოდ ანგარიშზე არსებული ნაშთით. მათ აინტერესებთ:
თანხების წარმომავლობა: საიდან მოხვდა ფული თქვენს ანგარიშზე?
ამონაწერის ისტორია: ბოლო 6 თვის განმავლობაში თანხის სტაბილური მოძრაობა. თუ ანგარიშზე დიდი თანხა საბუთების ჩაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე დასვით, ეს საელჩოსთვის საეჭვო სიგნალია.
2. ბუნდოვანი სამოგზაურო გეგმა (Itinerary)
ირლანდიის ვიზის ოფიცერმა მკაფიოდ უნდა დაინახოს, რას აპირებთ ქვეყანაში. უარის მიზეზი ხდება:
სასტუმროს გაუქმებული ან დაუდასტურებელი ჯავშანი;
აპლიკაციაში მითითებული ვადების აცდენა რეალურ გეგმასთან;
მოწვევის არარსებობა, როდესაც სტუმრად მიდიხართ მეგობართან ან ნათესავთან.
3. სუსტი კავშირი სამშობლოსთან (Tie to Home Country)
საელჩოსთვის მთავარია გარანტია, რომ თქვენ საქართველოში დაბრუნდებით. თუ ვერ დაამტკიცებთ მყარ კავშირს ქვეყანასთან, ვიზაზე უარს მიიღებთ. ამაში იგულისხმება:
მყარი სამსახურებრივი პოზიცია და სტაბილური ხელფასი;
უძრავი ქონება;
ოჯახური მდგომარეობა.
4. შეცდომები AVATS სისტემასა და აპლიკაციაში
ირლანდიის ონლაინ სავიზო აპლიკაცია (AVATS) საკმაოდ სპეციფიკურია. ნებისმიერი მცირე ტექნიკური შეცდომა, მაგალითად, პასპორტის ნომრის უზუსტობა ან არასწორად მითითებული ვიზის კატეგორია (C ტიპის ნაცვლად D ტიპი), ავტომატურად იწვევს უარს.
5. არასწორი ფოტო და დოკუმენტების თარგმანი
ირლანდიას აქვს მკაცრი სტანდარტი ფოტოზე (ზომა, ფონი, სახის პროპორცია). ასევე, ყველა ქართულენოვანი დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურად და დამოწმებული. ხშირად, უხარისხო თარგმანი ხდება გაუგებრობისა და უარის მიზეზი.
როგორ დაგეხმარებათ VizaExpert გუნდი ირლანდიის ვიზის მიღებაში ?
ირლანდიის ვიზის მოსაკრებელი (€60-დან €100-მდე) არ ბრუნდება უარის შემთხვევაში. ამიტომ, საბუთების პირველივე ჯერზე სწორად მომზადება კრიტიკულია. ჩვენ უზრუნველყოფთ:
თქვენი ფინანსური დოკუმენტაციის დეტალურ აუდიტს;
AVATS აპლიკაციის პროფესიონალურად შევსებას;
VFS Global თბილისი-ში ვიზიტის დაჯავშნას;
გაიგეთ მეტი ირლანდიის ვიზის ფასებისა და პროცედურების შესახებ და დაიზღვიეთ თავი შეცდომებისგან!



