მექსიკა, თავისი მდიდარი ისტორიით, ეგზოტიკური სანაპიროებითა და კულინარიით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ქართველი მოგზაურებისთვის. თუმცა, ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ.).
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საბუთების განხილვა ხდება მექსიკის საელჩოში (ქ. ანკარა, თურქეთი), ხოლო საბუთების წარდგენა ხორციელდება მექსიკის საპატიო საკონსულოში, რომელიც მდებარეობს თბილისში.
ვინ სარგებლობს უვიზო მიმოსვლით?
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შევიდნენ მექსიკის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე, თუ ფლობენ ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქმედ მრავალჯერად ვიზას ან მუდმივი ცხოვრების ნებართვას:
შენგენის ზონის წევრი ქვეყნები
მექსიკის ვიზის მოსაკრებელი და მომსახურების ფასი
სავიზო პროცესი მოიცავს საკონსულო მოსაკრებელსა და სავიზო მხარდაჭერის საფასურს.
| მომსახურების ტიპი | ღირებულება |
| საკონსულო მოსაკრებელი | $53 (ლარში) |
| სავიზო მხარდაჭერის | 150 ლარი |
შენიშვნა: ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევაში, გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება.
მექსიკის ვიზის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
სასაზღვრო პასპორტი: მოქმედი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
სავიზო განაცხადი: შევსებული და ხელმოწერილი.
ფოტოგრაფია: ფერადი, თეთრ ფონზე (ზომა 3.5 x 4.5).
ფინანსური დასტური: ბოლო 3-6 თვის საბანკო ამონაწერი (მნიშვნელოვანია სტაბილური ბრუნვა).
ცნობა სამსახურიდან: თანამდებობისა და ხელფასის მითითებით.
მოგზაურობის დაჯავშნა: ავიაბილეთები და სასტუმროს რეზერვაცია.
მექსიკის ვიზა და ვადები
ვადები პირდაპირ არის დამოკიდებული თბილისში საბუთების პირველად წარდგენასა და შემდგომ ანკარას საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე, რის გამოც პროცესის დაწყება რეკომენდებულია გამგზავრებამდე. უშუალოდ საკონსულო გასაუბრების შემდეგ, ვიზის განხილვის სტანდარტული პერიოდი 2-დან 10 სამუშაო დღემდე მერყეობს, თუმცა გასათვალისწინებელია რიგების დაჯავშნის სპეციფიკა, რაც ხშირად დამატებით დროს მოითხოვს.
რეკომენდებულია სავიზო პროცედურების დაწყება გამგზავრებამდე მინიმუმ 1 თვით ადრე.
ხშირად დასმული კითხვები და მექსიკის ვიზა
გარანტიას იძლევა თუ არა ვიზა ქვეყანაში შესვლაზე?
არა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მექსიკის საიმიგრაციო სამსახური საზღვარზე. აუცილებელია თან გქონდეთ სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და საკმარისი ფინანსები.
მჭირდება თუ არა “მექსიკის ვიზა ფორუმი”-ს რჩევები?
ფორუმებზე ხშირად შეხვდებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. მექსიკის სავიზო პოლიტიკა ხშირად იცვლება, ამიტომ უმჯობესია დაეყრდნოთ ოფიციალურ წყაროებს ან ჩვენს ექსპერტულ გამოცდილებას.
რატომ “ვიზა ექსპერტი” მექსიკის ვიზის გასაკეთებლად ?
მექსიკის ვიზის მიღება მოითხოვს დოკუმენტების განსაკუთრებულ სიზუსტეს. ჩვენ გთავაზობთ:
ანკარას საელჩოში გასაუბრების დაჯავშნას;
დოკუმენტების სრულ აუდიტს საზღვარზე პრობლემების თავიდან ასაცილებლად;
კონსულტაციას საიმიგრაციო კითხვებთან დაკავშირებით.
დაგვიკავშირდით დღესვე და დაიწყეთ მზადება დაუვიწყარი მოგზაურობისთვის!
