📌 მთავარი: ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში (შენგენის ზონაში) ტურისტულად 90 დღემდე უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ — 2017 წლის 28 მარტიდან. ამ პერიოდში მუშაობა აკრძალულია. 90 დღეზე ხანგრძლივი ყოფნის, სამუშაო ან სასწავლო მიზნით აუცილებელია ეროვნული D ვიზა.
გერმანიის ვიზის სახეობა დამოკიდებულია ვიზიტის მიზანსა და ხანგრძლივობაზე. ეროვნული „D ვიზა” ჩვეულებრივ 3 ან 6 თვის ვადით გაიცემა, რის შემდეგაც გერმანიაში ბინადრობის ნებართვის მიღება ხდება საჭირო.
გერმანიის ვიზები
გერმანიის საელჩო თბილისში მრავალი კატეგორიის ვიზას გასცემს. ნაწილი მათგანი უკვე ონლაინ პორტალით ივსება, ნაწილი კი საელჩოში ფიზიკურად.
გერმანიის სამუშაო ვიზა
უმაღლესი/პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმებისთვის გამოიყენება ვიზა, რისთვისაც საჭიროა სამუშაო შეთავაზება გერმანელი დამსაქმებლისგან. ვიზის განაცხადი ივსება ონლაინ და ღირს €75
გერმანიის/ევროკავშირის ლურჯი ბარათი (Blue Card EU)
ვიზა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი , რომლის მინ. წლიური ხელფასი: ~€45,300 (ან €41,042 დეფიციტურ სფეროებში) შეადგენს ღირებულება კი მხოლოდ €75 გახლავთ
გერმანიის სტუდენტური ვიზა
უმაღლესი სასწავლებელში სწავლა / ადგილის მოძიება, რომლის მიზანია გერმანული ენის მოსამზადებელი კურსების გავლა და მისი განაცხადიც ონლაინ ივსება, ფასი კი €75 არის
გერმანიის ოჯახის შეერთების ვიზა
გერმანიაში მცხოვრებ ოჯახის წევრთან შეერთება, როგორიცაა მეუღლე, შვილი, მშობელი. საჭიროა შესაბამისი დოკუმენრების მომზადება და ონლაინ შევებული დოკუმენტაციის პირადად დარეგისტრირება
გერმანიის სეზონური / კონტინგენტური დასაქმება
მოკლევადიანი სამუშაო (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა), რომელის გასაცემად შრომის ფედერალური სააგენტოს წინასწარი თანხმობაა საჭირო. სეზონური ვიზისთვის საელჩოში ფიზიკურად შეტანა არის საჭირო და ღრებულება შეადგენს – €75
Au Pair ვიზა
გერმანულ ოჯახში Au Pair-საქმიანობა. ვიზის მისაღებად განსაზღვრულია 18-26 წლის ასაკი და გერმანული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა. 2026 მარტიდან პირდაპირი ჯავშანი (რიგის გარეშე) ხდეაბ შეტანა დოკუმენტების . ღირებულება შეადგენს : €75
კვლევა / პრაქტიკა
სამეცნიერო კვლევა, პრაქტიკის გავლა , მოწვეული მეცნიერები, სტაჟიორები . საჭიროა საელჩოში ფიზიკურად შემოტანა , საკონსულო გადასახადი კი €75 .
გერმანიის ვიზის საჭირო დოკუმენტაცია
კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალი დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე. საელჩოს ვებსაიტზე ყოველი კატეგორიისთვის არსებობს ცალკე საინფორმაციო ფურცელი. აქ მოცემულია ყველა კატეგორიისთვის საერთო ძირითადი დოკუმენტები:
- მოქმედი პასპორტი — ვიზის ვადაზე მინიმუმ 3 თვით მეტი მოქმედებით
- სავიზო განაცხადის ანკეტა — შევსებული გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (არა ქართულად!)
- ფოტოსურათი — ბიომეტრიული, ბოლო 6 თვეში გადაღებული
- სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა — ყოფნის მთელი პერიოდისთვის
- ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი — საბანკო ამონაწერი, შემოსავლის ცნობა
- ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი — შრომითი ხელშეკრულება, ჩარიცხვის ცნობა, მოწვევა და ა.შ.
- საცხოვრებლის დამადასტურებელი — ქირავნობის ხელშეკრულება ან მომწვევის წერილი
⚠️ მნიშვნელოვანი: საბუთები უნდა შემოიტანოთ ორიგინალში + ერთი ასლით. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი შეიძლება გახდეს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. სტეპლერის გამოყენება აკრძალულია.
გერმანიის ვიზის შევსების პროცესი
ონლაინ განაცხადი (ვიზების უმეტესობა):
- ონლაინ პორტალზე განაცხადის შევსებ:განაცხადის ონლაინ შევსება.
- საელჩოში ვიზიტის მოლოდინი: ონლაინ განაცხადის შემდეგ, საელჩო დაგიკავშირდებათ ვიზიტის თარიღით. ვიზიტისას წარადგენთ ორიგინალებს, ჩააბარებთ ბიომეტრიულ მონაცემებს და გადაიხდით საფასურს.
- განხილვის მოლოდინი: გრძელვადიანი ვიზის დამუშავება 4-12 კვირა გრძელდება. კომპლექსურ შემთხვევებში უფრო მეტხანს.
- პასპორტის გატანაგადაწყვეტილების შემდეგ, პასპორტს გაიტანთ საელჩოში.
ფიზიკურად შემოტანა (Au Pair, სეზონური, პრაქტიკა):
- რიგში ჩაწერა: ვიზიტის მოლოდინის რიგში ჩაწერით მიიღებთ ჯავშნის ნომერს.
- ვიზიტის შეტყობინება: საელჩო ~2 კვირით ადრე გაცნობებთ ვიზიტის თარიღს ელ. ფოსტით. 7 დღის განმავლობაში უნდა დაადასტუროთ.
- საელჩოში ვიზიტი: გამოცხადდით სრული დოკუმენტაციით, ჩააბარეთ ბიომეტრია, გადაიხადეთ საფასური.
გერმანიის ვიზის ფასი
| კატეგორია | საფასური |
|---|---|
| ეროვნული D ვიზა (მოზრდილი) | €75 |
| ეროვნული D ვიზა (18 წლამდე) | €37.50 |
| ბინადრობის ნებართვა | €100 |
| გერმანიის/ევროკავშირის სტიპენდიანტი | უფასო |
💡 გახსოვდეთ: საფასური იხდება მხოლოდ ლარით, საელჩოში არსებული აქტუალური კურსით. ბარათით ან სხვა ვალუტაში გადახდა შეუძლებელია. საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.
2025 წლის მნიშვნელოვანი ცვლილებები ახალი
1. გასაჩივრების პროცედურის გაუქმება (2025 წ. 1 ივლისიდან)
2025 წლის 1 ივლისიდან ვიზაზე უარის საელჩოში/საკონსულოში გასაჩივრების პროცედურა უქმდება. ამიერიდან გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ ბერლინის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეტანით (გერმანულ ენაზე). ეს ცვლილება მიზნად ისახავს განაცხადების დამუშავების დაჩქარებას.
2. Au Pair-ის ახალი წესი (2026 წ. მარტიდან)
2026 წლის მარტიდან Au Pair-ების ვიზის მსურველებს აღარ მოუწევთ რიგში ჩაწერა — შესაძლებელი იქნება ვიზიტის პირდაპირ დაჯავშნა.
ჩვენი მომსახურება: გერმანიის ვიზის შევსება
მნიშვნელოვანი რჩევები
- განაცხადი შეიტანეთ გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე — დამუშავება 4-12 კვირა გრძელდება
- საბუთები წარადგინეთ ორიგინალში + ასლი, კარგი ხარისხის
- არ გამოიყენოთ სტეპლერი საბუთებისთვის !
- უვიზო 90-დღიანი პერიოდის განმავლობაში მუშაობა აკრძალულია
საელჩოს კოორდინატები:
გერმანიის საელჩო თბილისში: 38 Nino Chkheidze St,. (ორშ-პარ 9:00-13:00).
