პოლონეთის ვიზის მიღების პროცესი იწყება ოფიციალურ პორტალზე — e-Konsulat. ეს არის ერთადერთი კანონიერი გზა საკონსულოში ვიზიტის დასაჯავშნად. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ გაიაროთ რეგისტრაცია შეცდომების გარეშე.
სასარგებლო რჩევები ეკონსულატ-ზე რეგისტრაციისთვის :
დრო: ახალი ადგილები სისტემაში ჩვეულებრივ კვირის გარკვეულ დღეებში, დილის საათებში ემატება.
სიზუსტე: პასპორტის მონაცემებში დაშვებული ერთი მცირე შეცდომაც კი შეიძლება გახდეს საბუთების მიღებაზე უარის თქმის მიზეზი.
ბრაუზერი: ხშირად სისტემა უკეთ მუშაობს Google Chrome-ზე ან Mozilla Firefox-ზე.
1. ქვეყნისა და ქალაქის არჩევა
პირველ რიგში, ეწვიეთ საიტს: secure.e-konsulat.gov.pl. სადაც დაიწყებთ პოლონეთის ვიზის შევსებას .
Menu (მენიუ): მარჯვენა ზედა კუთხეში აირჩიეთ სასურველი ენა (მაგალითად, ინგლისური ან რუსული).
Country (ქვეყანა): აირჩიეთ Georgia.
Diplomatic Mission (საკონსულო): აირჩიეთ Tbilisi.
2. ვიზის ტიპის შერჩევა
მარცხენა მენიუში დაინახავთ სხვადასხვა კატეგორიას. თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი და თქვენთვის შესაბამისი კატეგორია :
მნიშვნელოვანია: სისტემა ხშირად აჩვენებს შეტყობინებას “Lack of available dates”. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ადგილები ამ მომენტში არ არის და საჭიროა გვერდის პერიოდული განახლება.
3. უსაფრთხოების შემოწმება (Captcha)
სისტემა მოგთხოვთ სიმბოლოების შეყვანას იმის დასადასტურებლად, რომ რობოტი არ ხართ. იყავით ყურადღებით, რადგან არასწორი შეყვანის შემთხვევაში პროცესი თავიდან იწყება.
4. ელექტრონული ფორმის (Ankieta) შევსება
მას შემდეგ, რაც თავისუფალ დროს იპოვით, თქვენ გაქვთ შეზღუდული დრო (ჩვეულებრივ 20-30 წუთი) ფორმის შესავსებად. მოამზადეთ შემდეგი საბუთები:
პასპორტი.
მოწვევა/ზაზვოლენიე (სამუშაო ან სასწავლო).
ზუსტი მისამართი პოლონეთში.
5. ფორმის შენახვა და ამობეჭდვა
შევსების შემდეგ სისტემა გენერირებას გაუკეთებს PDF ფაილს, რომელსაც ექნება უნიკალური შტრიხკოდი.
აუცილებლად შეინახეთ ეს ფაილი!
დაბეჭდეთ იგი, რადგან საკონსულოში ამ ფორმის გარეშე არ მიგიღებენ.
ფორმასთან ერთად სისტემა მოგცემთ ვიზიტის ზუსტ დროსა და თარიღს.~
დაგჭირდებათ დახმარება ფორმის შევსებაში?
თუ გსურთ, რომ თქვენი რეგისტრაცია პროფესიონალებმა გადაამოწმონ ან გაგიმარტივონ პროცესი, VizaExpert მზად არის დაგეხმაროთ.