როდესაც საქმე პოლონეთის ვიზას ეხება, ხარჯები რამდენიმე ნაწილად იყოფა: საკონსულო მოსაკრებელი, სავიზო ცენტრის მომსახურება და დამატებითი სერვისები. 2026 წელს, ევროკავშირის ახალი რეგულაციების კვალდაკვალ, ფასებში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
პოლონეთის ვიზის ფასი
პოლონეთის ვიზის ღირებულება პირდაპირ დამოკიდებულია მის ტიპზე. პოლონეთის საკონსულოში ვიზის მოსაკრებელის გადახდა ხდებაევროში ნაღდი ანგარიშსწორებით.
ეროვნული ვიზა (ტიპი D — სამუშაო, სასწავლო)
პოლონეთის დ კატეგორიის ვიზა , ეს არის ყველაზე მოთხოვნადი ვიზა მათთვის, ვინც 90 დღეზე მეტხანს აპირებს პოლონეთში დარჩენას.
საკონსულო მოსაკრებელი: €200 (დაახლოებით 650-700 ლარი).
შენგენის ვიზა (ტიპი C)
მიუხედავად უვიზო მიმოსვლისა, მათთვის, ვისაც არ აქვს ბიომეტრიული პასპორტი ან სხვა მიზეზით სჭირდება ვიზა:
საკონსულო მოსაკრებელი: €200.
6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის: €100.
ფარული ხარჯები: დაზღვევა და თარგმანი
ვიზის ღირებულება მხოლოდ მოსაკრებლით არ შემოიფარგლება. აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:
სამოგზაურო/სამედიცინო დაზღვევა
პოლონეთის ვიზისთვის დაზღვევა უნდა ფარავდეს მინიმუმ €30,000-ს და მოქმედებდეს ვიზის მთელ პერიოდზე.
საშუალო ფასი: 1-წლიანი სამუშაო ვიზისთვის დაზღვევა300 ლარი ჯდება , თუმცა 1 დღის ფასი განცალკევებით 2 ლარი ღირს.
დოკუმენტების თარგმანი და დამოწმება
თუ თქვენი საბუთები (მაგ. ქორწინების მოწმობა ან ცნობა სამსახურიდან) ქართულ ენაზეა, საჭიროა მათი თარგმნა ინგლისურ ან პოლონურ ენაზე.
საშუალო ფასი: 20-40 ლარი თითო გვერდზე.
როგორ დავზოგოთ თანხა პოლონეთის ვიზაზე?
ხშირად, არასწორად შევსებული აპლიკაციის ან არასრული დაზღვევის გამო, აპლიკანტებს უარს ეუბნებიან, რაც ნიშნავს, რომ გადახდილი მოსაკრებლები (რომლებიც არ ბრუნდება) იკარგება.
შეცდომების თავიდან ასაცილებლად:
გადაამოწმეთ მოწვევა: სამუშაო მოწვევა (Zezwolenie) უნდა იყოს ვალიდური და ორიგინალი.
სწორად შეავსეთ ფორმა: მცირე შეცდომაც კი ანკეტაში შეიძლება გახდეს უარის საფუძველი.
ისარგებლეთ კონსულტაციით: პროფესიონალური დახმარება დაგიზოგავთ განმეორებითი მოსაკრებლების გადახდის რისკს.
რა ჯდება პოლონეთის ვიზა ?
საშუალო გათვლებით, პოლონეთის ეროვნული სამუშაო ვიზის მიღება (ყველა ხარჯის ჩათვლით — მოსაკრებელი, მომსახურება, დაზღვევა) ერთ ადამიანზე დაახლოებით 1100-1200 ლარი ჯდება.